კოპენჰაგენში მიხაი ზიჩის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

31 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლებს „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას. წარმოდგენილი იქნება ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლი.

შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, ქართველი დიდებულების თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე მუშაობისას ზიჩი იმდენად მოიხიბლა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსით, რომ შექმნილი ილუსტრაციები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.

გამოფენა 17 საათზე გაიხსნება და ის 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები