ქართულ-ირლანდიული შეხვედრა პარიზში და ირლანდიელების შესრულებული ქართული სიმღერა

პარიზში, ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზი”-ს მომღერალთა ჯგუფმა უმასპინძლა ირლანდიელების მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფს, ,,The Cork Georgian Ensemble”.

ირლანდიური ანსამბლი ქართულ სიმღერებს ასრულებს. ჯგუფმა 2017 წელს იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ქართული მრავალხმიანი და მრავალფეროვანი სიმღერების შესასწავლად.

მათი სურვილი იყო კიდევ უფრო გაემდიდრებინათ ქართული რეპერტუარი. მასტერკლასს უხელმძღვანელა ,,ლაზის“ გუნდის ხელმძღვანელმა ალექსი ჭაუჭიძემ.

,,შრომატევადი დღე დაგვირგვინდა ქართული ტრადიციული სუფრით, რაც ასევე ირლანდიელების დიდი სურვილი იყო, საღამომ კი ძალიან მუსიკალურად ჩაიარა, ქართულ-ირლანდიურ ჰანგებზე. შემდეგი ერთმანეთთან შეხვედრა, რა თქმა უნდა ირლანდიაში გველოდება“ -აღნიშნულია ,,ლაზის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები