ნიუ-იორკში „ქართული ბრენდის დღე“ აღნიშნეს

პროექტმა „ქართული ბრენდის დღე“ 17 წლის იუბილე ამერიკაში, ნიუ-იორკში აღნიშნა. წელს, ღონისძიება მეორედ გაიმართა ქართული კულტურის ცენტრში.

გამარჯვებულებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოებას უძღვებოდა ,,ქართული ბრენდის დღის“ წარმომადგენელი ნიუ-იორკში, ცუცა კაპანაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან ჩასული კომპანიების წარმომადგენლები, ისე ამერიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველები. საღამოს ესწრებოდა ვიცე-კონსული ეკა ნინუა.

ჯილდოები გადაეცათ:

  • საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ დამფუძნებელს და პრეზიდენტს დავით ღვინიანიძეს- აშშ-ში წარმატებული საქმიანობისთვის;
  • მწერალს რუსუდან ჭუბაბრიას- აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • აშშ-ში მცხოვრები ბიზნესმენს მაია აქვავივას –  ბრენდისათვის „ოდა ჰაუსი“;
  • საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ ,,უნივერსის“ დამფუძნებელს, მედიცინის დოქტორს თეიმურაზ გაგნიძეს – ემიგრანტებთან  მჭიდრო ურთიერთობისთვის რეპროდუქციული მედიცინის დარგში;
  • მხატვარსა და მოქანდაკეს ელისო წიკლაურს- აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • მუსიკოსს მერაბ ებრალიძეს-  აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • მზია ინდუაშვილს – აშშ-ში პირველი ქართული ბრენდის შექმნისთვის;
  • მხატვარს ლეილა მჭედლიშვილს – აშშ-ში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
  • ეკატერინა ცინცაძე-დერდერიანს –  აშშ-ში წარმატებული საქმიანობისათვის.

ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა – პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, დაჯილდოებები და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები