კანადაში შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღნიშნეს

კანადის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში – შეიარაღებული ძალების კოლეჯში ჩატარდა ტრადიციული ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსადმი მიძღვნილი კუთხე მოეწყო.

კოლეჯის ხელმძღვანელობის მიწვევით, უკვე მეორე წელია გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ესწრება. კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს გადის საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ლევან უსენაშვილი. ქართველმა კურსანტმა, ელჩთან და ტორონტოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად, კოლეჯის სტუმრებს უმასპინძლა.

ქართული კუთხე ტრადიციული ხელნაკეთი ნივთებით იყო გაფორმებული, გამოიფინა ქართული სასმისები, ქართული დროშები, საქართველოს საპრომოციო ბანერები, ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ფოტოები, დამსწრეებს დაურიგდათ ბროშურები საქართველოს შესახებ. ტორონტოელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

სამხედრო კოლეჯის პედაგოგებმა, კურსანტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, მისი ტრადიციებისა და ქართული ღვინის შესახებ, უამრავი ინფორმაცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.