ხატია ბუნიათიშვილი ესპანეთში კონცერტებს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ესპანეთში კონცერტებს გამართავს. ტურნე სტარტს 29 ოქტომბერს აიღებს.

პირველი კონცერტი ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდში გაიმართება. დაგეგმილია სოლო გამოსვლები კასტელონსა (2 ნოემბერი) და ბილბაოში (5 ნოემბერი).

ხატია ბუნიათიშვილი ამჟამად, პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს.

მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ათი წლის ასაკიდან გამოდის კონცერტებით ევროპაში, რუსეთსა და აშშ-ში. პიანისტი 1987 წელს დაიბადა თბილისში. ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლისამ დაიწყო. ექვსი წლის ასაკში კი, კამერული ორკესტრის თანხლებით თბილისში პირველი კონცერტი გამართა. ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მას „კლასიკური მუსიკის ბიონსეც“ უწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები