კამერული მუსიკის რიგით მე-14 ფესტივალი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კამერული მუსიკის რიგით მე-14 ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციულად სტუმრებს ელოდებათ გემოვნებიანი მუსიკა და მრავალი საინტერესო შემსრულებელი.

1 ნოემბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზი მასპინძლობს ლევან ცხადაძეს- კლარნეტი/ დირიჟორი (საქართველო/ ჰოლანდია), ვერიკო ჭუმბურიძეს- ვიოლინო (საქართველო/თურქეთი/გერმანია) და საქართველოს სინფონიეტას. პროგრამაშია ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები.

ფესტივალის ფარგლებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), გია ყაჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი: თეიმურაზ ჯაიანი (ვიოლინო); ნიკა ბარათელი (ვიოლინო); მამუკა ბაბუაძე (ალტი); გიორგი იმანოვი (ჩელო); დავით ხრიკული (ფორტეპიანო); ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო); მანანა ქანთარია (ვიოლინო) და სხვა შემსრულებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.