SCS – ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სწრაფი დამტენი

ქართველმა სტუდენტებმა რამაზ ჯავახიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ  შექმნეს მცირე ზომის “ფაუერ ბენკი”-ს დამტენი, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქცია გააჩნია. პროტოტიპი უკვე მზადაა. მოწყობილობა მობილური ტელეფონების 3-ჯერ უფრო სწრაფად დატენვას შეძლებს, ვიდრე სხვა დამტენები.

სტუდენტებმა “ფაუერ ბანკის” პროტოტიპი UG-Limes აკადემიის დახმარებით შექმნეს. კომპონენტებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება საკუთარი სახსრებიდან შეძლეს.

სტუდენტები მოწყობილობის სერიულ წარმოებას გეგმავენ. პროდუქციის შექმნასთან დაკავშირებით სტუდენტებს ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული და მისი წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.