ფილადელფიაში, ქართულ ჭიდაობაში მასობრივი შეჯიბრი მოეწყო

ფილადელფიის ქართული ტაძრის ეზოში, ქართულ ჭიდაობაში მასობრივი შეჯიბრი მოეწყო.

შეჯიბრი გაიმართა მისი ყოვლადუსამღვდელოესის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბას ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ორგანიზებით. გამარჯვებულები სიმბოლური ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.

,,ჭიდაობის ეს სახეობა ისეთივე განუყოფელი ნაწილია ქართული კულტურის, როგორიც ცეკვა ან სიმღერაა. UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

ჩვენ, თავს მოვალედ მივიჩნევთ, ვიზრუნოთ ჩვენი კულტურის ამ უიშვიათესი სახეობის გადასარჩენად“ – ნათქვამია პენსილვანიაში გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები