სან პაულოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ოფისი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. საკონსულოს უხელმძღვანელებს საქართველოს საპატიო კონსული კარმენ ლუსია პორტუ რუეტი.

ცერემონიას ესწრებოდნენ, ბრაზილიის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სან პაულოს და შტატის მუნიციპალური და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სან პაულოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-საფინანსო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგნელები. საზეიმო ღონისძიება ადგილობრივმა მედია საშუალებებმა გააშუქეს.

,,ქალაქ სან პაულოში საპატიო საკონსულოს გახსნას მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. აღნიშნული დაწესებულების გახსნით, იწყება ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარება ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები