ქალაქ ოსლოში, ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გაიმართება
26 ოქტომბერს, ქალაქ ოსლოში, კინოთეატრ Gimle-ში გაიმართება ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება. ჩვენებას გახსნის ცნობილი მწერალი და ანთროპოლოგი ერიკა ფლატლანდი.
ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.
წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანიის French Quarter Film-ის კოპროდუქციაა.
სურათში მთავარ როლებს, ქართველი მსახიობები ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.