ქართველ ებრაელთა თემის ქალთა ორგანიზაციამ მეცნიერისა და პოეტის სიმა ჯანაშვილის შემოქმედებითი საღამო გამართა

ქართველ ებრაელთა თემის ქალთა ორგანიზაციამ „ბათ ამი“ და ქალაქ ბათ-იამის ბობოვის მოხუცებულთა თავშესაფრის ადმინისტრაციამ ქართველი ებრაელი მეცნიერისა და პოეტის, მრავალი წიგნის ავტორის სიმა ჯანაშვილის დაბადების დღე მისი შემოქმედებითი საღამოთი აღნიშნა.

საღამოზე ნაჩვენები იყო სიმა ჯანაშვილის ისრაელში მოღვაწეობისა და საქართველოს სამეცნიერო თუ სახელოვნებო წრეებთან მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

საქართველოს საელჩოს მრჩეველმა მანანა დუმბაძემ იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნისთვის გაწეული შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. საღამოს დასასრულს, კომპოზიტორმა ალექსანდრე პელეგმა ქალბატონი სიმას პატივსაცემად, ქართული და ებრაული მუსიკის მცირე კონცერტი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები