გერმანიის ქართული სათვისტომო საქველმოქმედო სროლის ტურნირს აწყობს

გერმანიის ქართული სათვისტომო რიგით მეექვსე საქველმოქმედო სროლის ტურნირისთვის ემზადება. ღონისძიება 26 ოქტომბერს, ქალაქ უნტერვოზენში გაიმართება.

ტურნირი 12 საათზე დაიწყება. საღამოს კი, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები. მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

დაჯილდოების შემდეგ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი მიუნხენის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო ლიტერატურას გადასცემს.

ტურნირის შედეგად მოგროვილი თანხა, სრულად გადაეცემა ორგანიზაცია „ცხოვრების შანსს“, რომელიც ზრუნავს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების პროფესიულ განათლებაზე საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზენტაციაც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები