Tam-Art-მა  პარიზის თეატრ Pixel-ში სპექტაკლის ,,ჯადოსნური ქოლგა“ პრემიერა გამართა

ქართულმა თეატრალურმა ასოციაცია Tam-Art-მა  ერთგული მაყურებელი პარიზის თეატრ Pixel-ში  სპექტაკლის პრემიერაზე მიიწვია.

საბავშვო სპექტაკლი,,ჯადოსნური ქოლგა“ გაცოცხლებული თოჯინის ამბავია. ცეკვით, სხეულის პლასტიკის ენით გადმოცემული საოცარი თავგადასავალი. ევგენი დოგას და დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკის თანხლებით ცოცხლდება საინტერესო ისტორია და ბავშვები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს. სპექტაკლის დასასრულს პატარები თვითონვე აღმოჩნდნენ თოჯინასთან ერთად, ჯადოსნური ქოლგის ქვეშ.

სცენარი, მიზანსცენა და შესრულება თამარ ლოჩოშვილს ეკუთვნის.

ქართული თეატრალური ასოციაცია, TAM’ART-ი პარიზში 2017 წელს, საფრანგეთში მოღვაწე პანტომიმის რეჟისორმა და მსახიობმა თამარ ლოჩოშვილმა დააარსა. ასოციაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონალური თეატრების გასვლას საზღვარგარეთ და მათი რეპერტუარის ფართო მაყურებლისათვის წარდგენას. აგრეთვე, ქართული პიესების გაცნობას უცხოელი მაყურებლისათვის, ფრანგი და ქართველი არტისტების თანამშრომლობას და ერთობლივი პროდუქციის შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები