ახალი ამბები

17 ქართული ფილმი საქართველოს უბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ “გოსფილმოფონდიდან” ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე საქართველოში 17 ქართული ფილმი დაბრუნდება, მათ შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად  ითვლებოდა. ის ასევე პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული.

17-ივე ფილმი („მათი სამეფო“; „ხანუმა“; „ორი მონადირე“;  „ჯანყი გურიაში“; „კრაზანა“ და სხვა),  1926 წლიდან 1930 წ-მდე პერიოდშია გადაღებული, სიძველის გამო  საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და ნამუშევრების შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორი იქცა პრიორიტეტად. გასული საუკუნის 20-იანი წლებში შექმნილი 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმიდან, რუსეთის ფილმსაცავში 54 ფილმი ინახება. მათი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“).

აღნიშნულ 17 ფილმს შორის არის ,,მონანიებაც”, რომლის ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილფოფონდიდან“ აღნიშნული ფილმის დაბრუნება საქართველოს, კანის კინოფესტივალზე ჩვენების საშუალებას მისცემს.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი – „გოსფილმოფონდი“ საქართველოს ეტაპობრივად გადმოსცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე 51 ფილმი დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება.

სხვა სიახლეები

გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“

Editor

ნათლისღება შვედეთის სამეფოში წმინდა გიორგის სამრევლოში

Editor

რომში 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალის პოეტური ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება

Editor

51 მცირე მარნის სადეგუსტაციო ღვინოები ლატვიაში გაიგზავნა 

Editor

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული

Editor

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

Editor