გერმანიაში პასტერნაკის შესახებ ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართება
გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში, ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, ნინო კირთაძის ახალი ფილმის – „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე“ მსოფლიო პრემიერა შედგება.
ფილმი მოგვითხრობს ბორის პასტერნაკის გახმაურებული ნაწარმოების „დოქტორ ჟივაგოს“ შექმნის ისტორიას, რომელმაც რუს პოეტსა და მწერალს დიდება და ლიტერატურაში ნობელის პრემია მოუტანა.
ნინო კირთაძემ ინტერვიუებისა და ორიგინალი ჩანაწერების გამოყენებით, ფილმში „ცივი ომის“ პერიოდის დრამატული ისტორია აღადგინა, როდესაც ლიტერატურა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი შეიძლება ყოფილიყო.
ნინო კირთაძე, 1997 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. მისი, როგორც რეჟისორის დებიუტიც სწორედ საფრანგეთში შედგა. დღეს იგი უკვე ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოებული ფრანგული არტჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში. ასევე გახლავთ გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი და სანდესის კონოფესტივალისა და ევროპული კინოაკადემიის „ოსკარის“ მფლობელი საუკეთესო რეჟისორობისთვის.
მისი ფილმებია: “ჩეჩნური იავნანა“, „ედუარდ შევარდნაძის სამი სოცოცხლე“, „მილსადენის მეზობლები“, „არ ისუნთქო“…
აღსანიშნავია, რომ ნინო კირთაძე კინოს მხარდაჭერის ევროპულ ფონდ „ევრიმაჟში“ (Eurimages) 2019 წლიდან საქართველოს წარმოადგენს.