სლაიდერი ჩემი უფლებები

რა არის SCHENGEN/EU APP და რაში დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობას მისცეს დამატებითი ინსტრუმენტები, რათა დაიცვან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული წესები. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა SCHENGEN/EU APP – მობილური აპლიკაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გამოთვალონ შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად დარჩენილი დღეების რაოდენობა. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით გაემგზავრონ.

მოკლევადიანი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. SCHENGEN/EU APP – ის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები შეუძლიათ აღნიშნული წესების შესაბამისად აპლიკაციაში შესვლის და გამოსვლის თარიღების მითითებით მიიღონ ინფორმაცია დღევანდელი მდგომარეობით 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღიდან გამოყენებული და დარჩენილი დღეების შესახებ. აპლიკაცია მარტივია და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისის გამოყენებით. ის მოქალაქეებს ასევე აძლევს საშუალებას:

  • შეინახონ შენგენის ზონაში განხორციელებული მოგზაურობები;
  • წესების შესაბამისად დაგეგმონ სამომავლო ვიზიტები ევროკავშირის/შენგენის სივრცეში;
  • გამოთვალონ დარჩენილი დღეების შესახებ ინფორმაცია მომავალში ან წარსულში ნებისმიერ დღესთან მიმართებაში;
  • ჩემი მოგზაურობის ისტორიის ფუნქციონალით დააგენერირონ რუკა, შენგენის ზონის იმ ქვეყნების მითითებით, სადაც კი განუხორციელებიათ მოგზაურობა;
  • შეინახონ, ან გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ისტორიის ამსხველი ვიზუალური ინფორმაცია სოციალურ ქსელებზე;
  • გაეცნონ უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
  • მიიღოს შეტყობინება შენგენის ზონაში შესვლისთანავე მოგზაურობის აპლიკაციაში შეყვანასთან დაკავშირებით;

SCHENGEN/EU APP-ს აქვს სამენოვანი იტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული. აპლიკაცია შექმნილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სესახებ „საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში”. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ მოწყობილობაზე და, შესაბამისად, მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობიდან.

აპლიკაცია შექმნილია მომხმარებლის კომფორტისა და ინფორმირებულობისათვის, ხოლო მის მიერ დათვლილ დღეებს აქვთ მხოლოდ სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათი. ისევე, როგორც ევროკომისიის მიერ შექმნილ კალკულატორს, SCHENGEN/EU APP არ აქვს რაიმე იურიდიული ძალა.

SCHENGEN/EU APP შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა სიახლეები

„რედბერის“ კრეატიული დირექტორი რევაზ შელია Balticbest – ის ჟიურის წევრი იყო

Editor

„გარმონი რომ არ წამომეღო, იტალიაში ერთი დღეც ვერ გავძლებდი“ – თუში პოეტის სევდა

Editor

„Lonely Planet“ პროექტს “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან„ ვრცელ სტატიას უძღვნის

Editor

საქართველოს ეროვნული არქივი 100 წლისაა

Editor

სამაგალითო წინაპრები

Editor

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

Editor