მალე საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმდებიან

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში სამუშაო ვიზიტის მიღების საკითხი 2019 წლის დეკემბრის თვეში მოგვარდება“ – ამის შესახებ საქართველო – ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ განაცხადა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარეები აქტიურად მუშაობენ. პროექტის შედეგად ქართველები ისრაელში სამუშაო ვიზას ყოველგვარი გადასახადის გარეშე მიიღებენ და ქვეყანაში დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, როგორ და რა ტიპის სამსახურებში მოხდება ქართველების დასაქმება, თუმცა, ცნობილია, რომ დაწესდება სამუშაო კვოტები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები