ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ჭადრაკში ბათუმი მასპინძლობს

დღეს, ბათუმში ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება. ზღვისპირა ქალაქში თავს მოიყრიან ევროპის საუკეთესო საჭადრაკო ნაკრებები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩემპიონატი, რომელსაც ფიდე 1957 წლიდან ატარებს, ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა. მოგვიანებით ინტერვალი ორ წლამდე შემცირდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით ტარდება და ცხრა ტურად არის დაყოფილი.

საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებში წამყვანი მოჭადრაკეები შევიდნენ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ორ გუნდად იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი, მირანდა მიქაძე, სოფიო გვეტაძე.

მამაკაცთა ნაკრები: ივან ჩეპარინოვი, ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, გიგა ყუფარაძე.

საპრიზო ფონდი, როგორც ქალთა, ისე მამაკთა გუნდებისთვის, ერთნაირია. პირველი ადგილი – 8 ათასი ევრო, მეორე ადგილი – 5 ათასი ევრო, მესამე ადგილი – 3 ათასი ევრო. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია – 32 000 ევრო.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.