2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი ბუქარესტიდან- გოდერძი ბერდელიძე ჩემპიონია

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრმა, 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ბერდელიძემ თავი აკვრაშიც გამოიჩინა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები