სპექტაკლი „ფიროსმანი” ბულგარეთის ფესტივალზე მონაწილეობს

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე, ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შესახებ დადგმულ სპექტაკლს წარადგენს. სპექტაკლს „ფიროსმანი” მაყურებელი 24 ოქტომბერს ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში იხილავს.

საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე ,,АЛТЕР ЕГО 2019“ საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას იღებს: იტალია, ესპანეთი, ინგლისი, უელსი,  ბოსნია ჰერცოგოვინა და ბელარუსია.

ქართულ სპექტაკლზე მოწვეულმა რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა იმუშავა. დადგმაში გენიალური ქართველი მხატვრის ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი, დრამატული ეპიზოდებია წარმოდგენილი. სპეციალურად ამ დადგმისთვის, მსახიობები დამატებით დაეუფლნენ თოჯინის მარიონეტებთან მუშაობას და უკეთ გაიცნეს თოჯინების თეატრის სპეციფიკა. სპექტაკლში მსახიობები – გიორგი დოლიძე, გიორგი ჩავლეშვილი, თეა კეჭაყმაძე და მამუკა ბაბილოძე მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები