„ჰარი-ჰარალე, დედაო“ „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა, ანუ რეზო გაბრიაძეს ოცნება აუხდა

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მარიონეტების თეატრის დამაარსებლის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო“ „ოსკარის“ ნომინანტებს შორის, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიის „ლონგლისტში“ მოხვდა. ანიმაციურ ფილმს  REZO ქვია და „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც, სწორედ ამ სახელწოდებითაა შესული.

სიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია შესული, მათგან საუკეთესოებს დაასახელებენ 2020 წლის 13 იანვარს და  სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას „ოსკარისთვის“. გამარჯვებულები კი „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება.

ანიმაციური ფილმი შექმნა რეზო გაბრიაძის შვილმა ლევან გაბრიაძემ. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ „შეხვდა“ კინოფილმების „მიმინოსა“ და „ქინ-ძა-ძას“ სცენარისტი ლენინს, სტალინსა და ჰიტლერს.

ამ პროექტის განხორციელებაზე ცნობილი ქართველი სცენარისტი უკვე 20 წელია რაც ოცნებობს. „ქართული კვირა“ ბატონ რეზო გაბრიაძეს წარმატებას და ფინალში „ოსკარის“ მიღებას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები