ჩრდ. ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილე, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

აშშ-ში, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის 10 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებაზე ამერიკასა და კანადაში არსებული ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

მიტროპოლიტმა შიომ სადღესასწაულო მსახურება წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, პოკონოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. სპეციალურად იუბილეს აღსანიშნავად, აშშ-ში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 2019 წელი ეპარქიის საიუბილეო წლად გამოცხადდა და ტაძრის დღესასწაულს ყველა სამრევლო განსაკუთრებულად აღნიშნავს.

2014 წლიდან, ეპარქიას სათავეში ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) უდგას.

სადღესასწაულო მსახურება ჩრდ.ამერიკის ქართული ეპარქიის “ფეისბუქ” გვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

https://www.facebook.com/1450050071943713/videos/402953807047016/?__tn__=kCH-R&eid=ARAZxgcVGQ5xMo9Tyw_IC6uUJXcyMkQh9fCT2P2v-OcXrkCGB87lZEnXTBPKcnULmMXYx51KNFVu7HwZ&hc_ref=ART8vtvbJLdK9GfB7Ji3U3SJca4iC79TtZCMsxpkJ1CYVXAHM_sKvZinYX5-jmzYrAI&fref=nf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.