საქართველოს საელჩო ამერიკაში, ქართულ დიასპორას საზეიმო მიღებაზე იწვევს

ამერიკაში საქართველოს საელჩო და ელჩი დავით ბაქრაძე ქართულ დიასპორას ვაშინგტონში, საზეიმო მიღებაზე იწვევს. საღამო ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის დაარსების 10 წლის აღსანიშნავად იმართება. საპატიო სტუმრები წმინდა სინოდის დელეგაციის წევრები იქნებიან. ისინი საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) ხელმძღვანელობით, აშშ-ში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრნენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ქართული ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე 2009 წელს დაარსდა. წლების მანძილზე მეუფე დიმიტრის ხელმძღვანელობით, იხსნებოდა სამრევლოები, იზრდებოდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი, დაარსდა საკვირაო სკოლები. 2014 წლიდან, არქიმანდრიტი საბა (ინწკირველი) გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოსად. მისი თაოსნობით ტერიტორიაზე, სადაც დღესდღეობით წმ. გიორგის სამრევლოა განთავსებული, მომავალში ქართული ხუროთმოძღვრული ტაძარი აშენდება. გაიხსნა კიდევ რამდენიმე სამრევლო და გაიზარდა სასულიერო დასი. დაარსდა ქართული კულტურის ცენტრი პენსილვანიის შტატში, სადაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ცენტრი ემსახურება ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ გატანას.

2019 წელი ეპარქიის საიუბილეო წლად გამოცხადდა. ტაძრის დღესასწაულს ყველა სამრევლო განსაკუთრებულად აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები