ჰააგაში, საქართველოში ევროპული სკოლის დაფუძნების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ირინე აბულაძის ხელმძღვანელობით, 17 ოქტომბერს ჰააგაში შეხვედრა გამართა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაანონსებული ევროპული სკოლის დაფუძნებისა და განათლების ხარისხის მართვის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები.

ევროპული სკოლა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ინიცირებული პროექტია. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს ევროკავშირისა და შესაბამისი მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.