მინსკში საღამო ,,ჯაზური იმპროვიზაციები ქართულ სტილში“ გაიმართება

ჯაზური იმპროვიზაციები ქართულ სტილში – ამ სახელით, 21 ოქტომბერს მინსკში, პროფკავშირების კულტურის რესპუბლიკურ სასახლეში საღამო გაიმართება. პროგრამას ქართული ბალეტის ,,ლელო“ დამფუძნებელი და სოლისტი გივი კბილაშვილი ბელორუსიის ცნობილ ჯაზმენებთან ერთად, წარმოადგენს.

სხეულის თავისუფლებით, ჯაზის მაგიითა და გულიანი მუსიკით გადმოცემულ წარმოდგენაში, მაყურებელი პირდაპირი მნიშვნელობით შეძლებს ,,ნახოს მუსიკა” და ,,მოუსმინოს ცეკვას”. ბელარუსიაში მოღვაწე მოცეკვავე, შეასრულებს სოლო ნომერს, რომელიც აერთიანებს საქართველოს უძველეს ქორეოგრაფიულ კულტურას და თანამედროვე ჯაზს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ბელორუსი მუსიკოსებისგან შემდგარი ჯაზ ბენდი, რომელიც საქსოფონის, ბასის, დრამის და კლავიშების სინთეზით სცენაზე სასიყვარულო ისტორიას გააცოცხლებს. (ბარაბანი-ნაზარ რეჯეპო, საქსოფონი- ანდრეი კლესჩევი; გიტარისტი და ბასისტი- ლუდმილა კრუკოვსკაია; კლავიშები- მაქსიმ ლოსკუტოვი).

გივი კბილაშვილი ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სკოლის კურსდამთავრებულია. ის მრავალი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები