ისრაელში, ქართული საკვირაო სკოლა ,,მამული” ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდა

ისრაელში, საქართველოს საკონსულოს ძალისხმევით, ქალაქ ლოდის პირველ ქართულ საკვირაო სკოლაში „მამული“, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დაწყება „მამულის“ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციასთან და მხარდამჭერებთან ერთად, ისრაელში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ და ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა, ანზორ ერქომაიშვილმა მიულოცა.

,,ქართული საკვირაო სკოლა „მამული“ 2018 წლიდან, დიასპორული ორგანიზაციის „მამული“ ბაზაზე მოქმედებს და ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ „ქართულ სახლშია“ განთავსებული. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ქართული ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, კულტურას და მუსიკას. საკვირაო სკოლაში ასევე გახსნილია ქართული წიგნის კუთხე. 2019 სასწავლო წელს, სკოლას ისრაელის სხვადასხვა ქალაქიდან კიდევ ათამდე ახალი მოსწავლე შეემატა“- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.