პარიზის ქართული ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზი“ მომღერალთა ჯგუფ ,,the Cork Georgian Ensemble“-ს უმასპინძლებს

19 ოქტომბერს, პარიზის ქართული ასოციაცია ,,ქართველთა კულტურის კერა ლაზი“ სტუმრად მიიღებს მომღერალთა ჯგუფ ,,the Cork Georgian Ensemble“-ს.

,,the Cork Georgian Ensemble“ ირლანდიელების მიერ ჩამოყალიბებული, მომღერალთა 10 კაციანი ჯგუფია, რომლებიც ქართულ სიმღერებს ასრულებენ. ჯგუფმა 2017 წელს იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართული მრავალხმიანი და მრავალფეროვანი სიმღერების შესასწავლად.

მათი სურვილია, კიდევ უფრო გაამდიდრონ ქართული სიმღერების რეპერტუარი, ,,ლაზის“ გუნდს კი შეასწავლიან ირლანდიულ სიმღერებს. მასტერკლასს უხელმძღვანელებს პარიზის ქართული ასოციაციის გუნდის ხელმძღვანელი ალექსი ჭაუჭიძე.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, შრომატევადი დღე ქართული სამზარეულოს გაცნობით და  რესტორან კოლხეთში ტრადიციული ქართული სუფრით დაგვირგვინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები