ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში, იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მეებერგი, უნგრელი ანდრეა კარმანი და კორეელი მიმი ჰიუ დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები