ბოლნისის თეატრი სპექტაკლით „სიკვდილის დღის საჩუქარი“ ესტონეთს სტუმრობს

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი გასტროლებს ესტონეთში მართავს. 21-22-23 ოქტომბერს, დასი მაყურებლის წინაშე, ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „სიკვდილის დღის საჩუქარი“ წარდგება. დადგმის რეჟისორი ზურაბ ხვედელიძეა.

წარმოდგენას მაყურებელი ტალინის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე იხილავს. 51 წუთიანი დადგმა ერთი ოჯახის უცნაურ ამბავს მოგვითხრობს, თუ როგორ მოხვდნენ მისი წევრები საპყრობილეში.

ბოლნისის თეატრმა სპექტაკლი „სიკვდილის დღის საჩუქარი“ საერთაშორისო ასპარეზზე რამდენჯერმე უკვე გაიტანა. სპექტაკლს თეატრალურ ფესტივალზე ლატვიასა და  გერმანიაში მოწონება ხვდა წილად და ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესიც გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.