აშშ-ში ქართული ფესტივალი ,,თბილისობა 2019“-ს მიეძღვნა
აშშ-ში მასშტაბური ქართული ფესტივალი გაიმართა და ის ,,თბილისობა 2019“-ს მიეძღვნა. უკვე მესამე წელია, ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული კულტურის ცენტრები და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მომღერლები და მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებიც ნიუ-იორკში სხვადასხვა შტატებიდან ჩავიდნენ, ასევე ქართველი მხატვრები და დიზაინერები. მათ გამოფენა-გაყიდვა მოეწყეს. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ქართული სპორტული სკოლები და ბიზნეს კომპანიებიც. ფესტივალს ქართველებთან ერთად, უამრავი ამერიკელი სტუმარიც დაესწრო.
ქართული კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე გოდერძიშვილი, დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი შორენა ბარბაქაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი კი, ირაკლი ბეგლარაშვილია. ფესტივალი ნიუ-იორკში, კინგსბოროუ კოლეჯის ტერიტორიაზე ბრუკლინში გაიმართა.
გთავაზობთ, კულტურის ცენტრის მიერ, მომზადებულ რეპორტაჟულ ვიდეო-კლიპს.
ფოტო-ვიდეო MICHAEL GOGIDZE PRODUCTION