პარიზში თეატრალური ასოციაცია “Tam-Art” სპექტაკლს ,,ჯადოსნური ქოლგა” გამართავს

თეატრალური ასოციაცია Tam-Art 21-31 ოქტომბერს, პარიზის თეატრ Pixel-ში საბავშვო სპექტაკლის პრემიერას ,,ჯადოსნური ქოლგა“ გამართავს.

,,ჯადოსნური ქოლგა“ – ეს არის გაცოცხლებული თოჯინის ამბავი. ცეკვით, სხეულის პლასტიკის ენით გადმოცემული საოცარი თავგადასავალი.

ევგენი დოგას და დიმიტრის შოსტაკოვიჩის მუსიკის თანხლებით ცოცხლდება საინტერესო ისტორია და ბავშვები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს. ამდიდრებს მათ წარმოსახვას და აბედნიერებს. ეს მისი უდიდებულესობა- პანტომიმაა. სპექტაკლის დასასრულს ბავშვები თვითონვე აღმოჩნდებიან თოჯინასთან ერთად, ჯადოსნური ქოლგის ქვეშ. ისინი მოულოდნელად მაყურებლიდან სპექტაკლის მონაწილეებად გადაიქცევიან.

სცენარი, მიზანსცენა და შესრულება თამარ ლოჩოშვილს ეკუთვნის.

ქართული თეატრალური ასოციაცია, TAM’ART-ი პარიზში 2017 წელს, საფრანგეთში მოღვაწე პანტომიმის რეჟისორმა და მსახიობმა თამარ ლოჩოშვილმა დააარსა. ასოციაცია დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონალური თეატრების გასვლას საზღვარგარეთ და მათი რეპერტუარის ფართო მაყურებლისათვის წარდგენას. აგრეთვე, ქართული პიესების გაცნობას უცხოელი მაყურებლისათვის, ფრანგი და ქართველი არტისტების თანამშრომლობას და ერთობლივი პროდუქციის შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.