მეღვინეობა „შილდაში“ ახალი ბრენდის „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ წარდგენა გაიმართა
საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა საზოგადოებას სამეფო ღვინის ახალი ბრენდი „პრინცი იოანე ბაგრატიონი“ წარუდგინა. ცერემონია გაიმართა მეღვინეობა „შილდაში“, სადაც სტუმრებს წარუდგინეს „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ სხვადასხვა სახის ღვინო. პრინცი იოანე ბაგრატიონის მთავარი მიზანი, პრემიუმ კლასის ღვინის შექმნით, ქვეყანაში ღვინის წარმოების გამდიდრება და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში საკუთარი წვლილის შეტანაა.
სამეფო ოჯახის იძულებითი ემიგრაციის გამო, პრინცი იოანე დაიბადა და გაიზარდა ქალაქ მადრიდში. 2014 წელს კი იგი თავის ფესვებს დაუბრუნდა საქართველოში.