ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის “ Eshvi Kids“ მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა. ქართულმა კომპანიამ იაპონიასთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენაზე „Pitti Bimbo“-თან დაამყარა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მახოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს  მასშტაბითაც.

გამოფენა „Pitti Bimbo“ 2019 წლის ზაფხულში ქ.ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი – „ჟირაფი“, „ანცი“ და „სპილოუ“.

აღსანიშნავია,  რომ  სააგენტო  „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.