ალექსანდრე გაბუნიას ფილმს” საქართველო-ღვინის სამშობლო” ენოვიდეოს საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცა

ალექსანდრე გაბუნიას ფილმმა ,,საქართველო-ღვინის სამშობლო” ენოვიდეოს საერთაშორისო ფესტივალზე, პარტნიორთა მიერ დაწესებული კულტურისა და მეცნიერების სპეციალური პრიზი აიღო. საერთაშორისო ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერმონია საფრანგეთის სენატის დარბაზში გაიმართა.

ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ფილმში ასევე ასახულია 2017 წელს ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გამართული ექსპოზიცია – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ .

Oenovideo მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის საერთაშორისო კონკურსია. ის ყოველწლიურად, საფრანგეთში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები