„მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს

საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი “ მსოფლიოს საუკეთესო სომალიე 2022“, საქართველოში ჩატარდეს.

ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყნად უკვე ოფიციალურად დაასახელა. კონკურსზე საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია. ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

„მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს“ გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა – მარკ ალმერტმა გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ. საქართველოს სახელით, ამ მსოფლიო დონის კონკურსში თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის გამარჯვებულმა, სომელიე თამაზ თამაზაშვილმა იასპარეზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები