ამსტერდამში ჩელისტ ქეთევან როინიშვილის დისკის „ნანა“ პრეზენტაცია გაიმართა

ამსტერდამში ჩელისტ ქეთევან როინიშვილის პირველი დისკის „ნანა“ პრეზენტაცია გაიმართა. სადებიუტო ალბომში დიდი ადგილი უკავია ქართულ მუსიკას – სულხან ცინცაძის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს. ალბომი უკვე იყიდება ნიდერლანდებსა და ევროპაში.

ქართველ მუსიკოსი ქეთევან როინიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჩელისტის შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა ჰოლანდიაში რადიოთი თუ ტელევიზიით ხშირადაა შესაძლებელი. მას მუსიკალურ საზოგადოებაში კარგად იცნობენ.
ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.