საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა

დღეს დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დისპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, პირველი შესარჩევი ფაზა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლობით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ, კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატების განცხადების ძირითადი ფორმალური მოთხოვნების შესაბამისობა დაადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებით, საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გადალახა 17 ქვეყნიდან წარმოდგენილმა 64-მა პროექტმა, რომლის თაობაზე წერილობით ეცნობათ კონკურსში მონაწილეებს.

პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია, ეროვნული იდენტობისა და კუტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

პროგრამის ამოცანაა, დიასპორაზე მიმართული ინიციატივების დაფინანსების მექანიზმის შექმნის გზით დიასპორასა და სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.