საქართველო გამომგონებელ ქალთა რაოდენობით მსოფლიო ტოპათეულშია

დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამომგონებლებისა და პატენტების გენდერული პროფილები შეისწავლა და გამოაქვეყნა კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ პატენტების დიდი უმრავლესობა მამაკაცების მიერ არის დარეგისტრირებული.
ამავე კვლევის მიხედვით, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს , საქართველო ამ კუთხით ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ. ქალი გამომგონებლების რაოდენობის პროპორციით, საქართველო მე-10 ადგილს იკავებს.
1998 წლიდან 2018 წლამდე, საქართველოში, ქალი გამომგონებლების მიერ შექმნილი გამოგონებების პატენტების რეგისტრირების წილი 29, 56%-ია, ხოლო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 10%-მდე მცირდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. გასულ წელს ქალების გამოგონებების წილი გლობალური საპატენტო განცხადების 13,07%-ს შეადგენდა.
მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოში ყველაზე მეტი, 2984 825 მოქმედი პატენტია დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები