გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა „სივრცედ ქმნილი ფერი“ გაიხსნა.
ვახტანგ ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინება. მხატვარი საქართველოში ამ დრომდე, მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი. მისი ნახატებითა და სკულპტურებით, ძირითადად, ამერიკელი და დასავლეთ ევროპელი კოლექციონერები იყვნენ დაინტერესებულები და ბევრი მათგანის კოლექცია ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრებსაც მოიცავს.
გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების დათვალიერება მსურველს 11-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება.