ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს 13-14 ოქტომბერს უმასპინძლებს

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო, ერთი დღით გვიან, 13-14 ოქტომბერს გაიმართება. ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრები აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურებენ. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და აჭარას, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.

ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.  ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ბათუმში, ევროპის მოედანზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.