ქართული ენის პროგრამა ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში ამოქმედდა

ქართული ენის პროგრამა ათენის კიდევ ერთ, ამჯერად 150-ე საჯარო სკოლაში, ამოქმედდა. 9 ოქტომბერს, ქართველ აღსაზრდელებს ქართული ენის პირველი გაკვეთილი ჩაუტარდათ, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ქართველი პედაგოგები  მადონა ჯავახიშვილი, ხათუნა ლობჯანიძე და  ნინო ფრუიძე უძღვებოდნენ.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სასწავლო წლის პირველ ღია გაკვეთილს ათენში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე, ელჩის თანაშემწე ანი უძილაური და პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებული ლიკა ჯანელიძე დაესწრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვეს ქართველ აღსაზრდელებს მშობლიური ენის წარმატებით დაუფლებაში.

საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის ამოქმედების ნებართვა საქართველოს საელჩომ საბერძნეთის განათლების სამინისტროსაგან 2016 წელს მიიღო. ქართული ენის სწავლების პირველი საპილოტე პროგრამა ათენის 50-ე საჯარო სკოლაში დაინერგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.