ქალაქ ბარიში და სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებები გაიხსნება

იტალიის ქალაქ ბარიში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებები გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი ოფისის მოძიება მიმდინარეობს.

მოგვიანებით, საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ აქცენტი იმ ქალაქებზე კეთდება, სადაც საქართველოს მოქალაქეთა კონცენტრაცია მაღალია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  საელჩოს გახსნას გეგმავს ვიეტნამშიც, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები