რა უფლებები აქვს დაკავებისას საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ მიგრანტს?

ქართველი მიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ უკანონოდ იმყოფებიან სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ დააკავონ და მოათავსონ მიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრში საქართველოში გამომგზავრებამდე. 

თუ ვინმეს მოათავსებენ მსგავს ცენტრში, მან უნდა იცოდეს, რომ გააჩნია შემდეგი უფლებები:

  • უფლება აქვს მიიღოს გასაგებ ენაზე დოკუმენტი შემდეგი ინფორმაციით: ქვეყნიდან გაძევების მიზეზები, დაკავების მიზეზები, დაკავების ვადა, უფლებები და ვალდებულებები ცენტრში ყოფნისას. დაკავებულს სთხოვენ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, რის შემდეგაც ის იღებს ასლს.
  •  უფლება აქვს მიმართოს ადმინისტრაციულ სასამართლოს დაკავების გაუქმებისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია მის წინააღმდეგ წარმოებული ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომისათვის.
  • მიმართოს სასამართლოს, მიიღოს იურიდიული დახმარება და ისარგებლოს იურიდიული წარმომადგენლის მომსახურებით. დაკავების ცენტრის ადმინისტრაცია გამოყოფს ადვოკატს, იმ პირობით, რომ საფასური იფარება დაკავებულის მიერ.
  • ფასიანი ტელეფონით სარგებლობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ადვოკატთან და ა.შ. დასაკავშირებლად როგორც ადგილზე, ასევე მათი წარმოშობის ქვეყანაში.
  •  მოითხოვოს საქართველოს საელჩოსთან/საკონსულოსთან დაკავშირება.

(ქვეყნების მიხედვით მიგრანტთა უფლებები შესაძლებელია მცირედ განსხვავდებოდეს).

პ.ს. უკანონო მიგრანტად ითვლება ყველა ის ადამიანი, ვინც უცხო ქვეყანაში შედის და იმყოფება კანონიერი დოკუმენტების გარეშე; კანონიერი დოკუმენტებით შედის, მაგრამ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადას გადააცილებს და დარჩება ბინადრობის ნებართვის გარეშე და ასევე ვინც დასაქმებულია მუშაობის ნებართვისა და სამუშაო ვიზის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები