„თამადა მანჰეტენზე“ – მოძრაობის თეატრი ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
მოძრაობის თეატრი ვაშინგტონის თეატრის Company E-სთან ერთად, საინტერესო პროექტისთვის ემზადება. “თამადა მანჰეტენზე” (TAMADA IN MANHATTAN) – ამ სახელწოდებით ქართულ-ამერიკული წარმოდგენა ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში იქნება. ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა 12-13 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში შედგება.
მიუზიკლი ქართულ ტრადიციულ სადღეგრძელოებზე აგებული ამბავია, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. მოთხრობილია სევდიანი ისტორია, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში. რეჟისორი პოლ გორდონია, ავტორი იოსებ ბაკურაძე. პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.