ეროვნულ არქივში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება

11 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება.

ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ფლობს.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად იქნება წარდგენილი. გამოფენის ერთი ნაწილი ასახავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული საგანძურის დაცვისა და მოძიების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევილის მამულში ქართველი მოღვაწის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებიც.

გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.