ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელებს უმასპინძლა

ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის, საქართველოს საელჩომ  ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს უმასპინძლა.

 შეხვედრის მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა. საელჩომ პრეზენტაციაზე მასალები საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ წარადგინა. საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

 ღონისძიების ბოლოს, სტუმრებმა უნიკალური ქვევრის ღვინო და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები