ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს იწყებს

28 დეკემბრიდან, ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს. TAV Georgia-ს ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს.

Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები