სამეცნიერო საგრანტო კონკურსები საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებისთვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ორი ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსი“ და „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეცნიერ-მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“ გულისხმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების  შემსწავლელი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და მათ დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან. კონკურსში მონაწილეობის შესახებ, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 30 ოქტომბრამდე.

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი კვლევითი პროექტების და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში კი, წარდგენის ვადა 29 ოქტომბრამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.