თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ხდება. იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა ეს გადაწყვეტილება, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. კომიტეტის სხდომა შვეიცარიაში 2019 წლის ივნისში გაიმართა. „კეთილი და შენი შემდეგი წიგნი…?“ – ეს კი, პროგრამის სლოგანია.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილიდან,  წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ამოქმედდება. თბილისი 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ღონისძიებების მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და ყველა სოციალური ფენისთვის წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დედაქალაქებს აღნიშნულ წოდებას იუნესკო 2001 წლიდან ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.