ახალი კანონი ნიუ-იორკში „უდოკუმენტო“ ადამიანებსაც დაიცავს

ნიუ-იორკის  მიერ სულ ახლახანს გავრცელებულ 29-გვერდიან  ახალ მითითებებში  ნათქვამია, რომ თუ  ტერმინი “არალეგალური უცხო“ (illegal alien), გამოიყენება როგორც „ადამიანის განაწყენების, დამცირების, ან შევიწროების მიზნით“,  დაისჯება მკაცრად, კანონის გათვალისწინების შესაბამისად.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ, ახალ კანონს, „ბილიკი აშშ-ს მოქალაქეობამდეც“ კი უწოდა და, მილიონობით არალეგალს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. ნიუ-იორკის სასამართლო ინსტანციებში სისტემატიურად შედიოდა ათასობით სარჩელი უსაბუთო ემიგრანტების მხრიდან მათი სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

”ჩვენ ვამაყობთ, რომ ვითანამშრომლეთ ადამიანის უფლებათა კომისიასთან, შევადგინეთ  მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რადგანაც ვებრძვით ფედერალური მთავრობის შიშისა და ქსენოფობიური პოლიტიკის რიტორიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ემიგრანტული თემების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა ქალაქის ადამიანთა უფლებათა კომისიამ.

გასულ კვირაში გამოცხადებულმა ქალაქის ახალმა მითითებებმა ასევე აკრძალა დისკრიმინაცია ემიგრანტის მიმართ ინგლისური ენის ცოდნის საფუძველზეც. კომისიამ ჩამოთვალა ამ მიმართულებით დაფიქსირებული დარღვევების  მაგალითები, მათ შორის:

სასტუმროები, რომლებიც კრძალავენ თავიანთი დიასახლისების სხვა ენაზე საუბარს, რადგან ეს სტუმრებს “შეურაცხყოფს”.

მეპატრონე იმუქრება აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების გამოძახებით, როდესაც ინდოელი ემიგრანტული ოჯახი უჩივის მას,   მათთვის გამოყოფილ დანაყოფში ტარაკნების პოვნის ფაქტზე.

მაღაზიის მფლობელი ეუბნება ორ ადამიანს, რომლებიც ლაპარაკობენ ტაილანდურ ენაზე, რომ  “ისაუბრონ ინგლისურად” ან “დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას”

აიკრძალა აგრეთვე მუქარა, რომ “დისკრიმინაციული მოტივიდან გამომდინარე”,   საემიგრაციო ხელისუფლებას დაურეკავენ დაამ შემთხვევაში, დამრღვევს 250 000 აშშ დოლარამდე ჯარიმას დააკისრებენ.

ნიუ–იორკის მოსამართლემ, ახალი კანონის შესაბამისად, ერთ მესაკუთრეს 17,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა  მხოლოდ იმიტომ, რომ  იგი უსაბუთო მდგმურს სწორედ  საემიგრაციო პოლიციაში  დარეკვით დაემუქრა.

ასე, რომ იცოდეთ, კანონი ნიუ–იორკში უკვე „უდოკუმენტო“ ადამიანსაც იცავს.

 

წყარო: CNN

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები